logo_geo
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა
- +

14 ივნისი. 2020. 20:20

 

 

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 29,398 ადამიანია დაღუპული.

 

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 156 813-ია.

 

საფრანგეთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 10 909 პაციენტი მკურნალობს. მათგან 871 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

 

 

big_banner
არქივი