logo_geo
რუსეთის სასამართლომ აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- +

15 ივნისი. 2020. 15:46

 

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთში აშშ-ის საელჩო ველანის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ უწოდა.

 

„სამართლიანი და გამჭირვალე? არა. მტკიცებულება წარმოადგინეს? - არა. მსოფლიო ამას თვალყურს ადევნებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოლ ველანი, რომელიც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რუსეთის ერთ-ერთ სასტუმროში 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი