logo_geo
უკრაინაში კარანტინის რეჟიმი 31 ივლისამდე გახანგრძლივდება
- +

17 ივნისი. 2020. 20:24

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში კარანტინის რეჟიმი 31 ივლისამდე გახანგრძლივდება.

 

„ცენზორის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ისაუბრა.

 

„უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ კარანტინის მოქმედების ვადას 31 ივლისამდე გავახანგრძლივებთ. გარდა ამისა, განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას ზოგ რეგიონში კარანტინის გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს“,- განაცხადა პრემიერმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი