logo_geo
უკრაინაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა
- +

21 ივნისი. 2020. 13:10

 

 

უკრაინაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად უკრაინაში გარდაიცვალა 1 002 ადამიანი.

 

უკრაინაში COVID-19 სულ დაუდასტურდა 36 560 ადამიანს. 735 ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა ადამიანი.

 

ახალინფიცირებულების ყველაზე მეტი რაოდენობა გამოვლინდა ლვოვის ოლქში, მას მოსდევს როვენისა და იმიერკარპატების ოლქები.

 

 

big_banner
არქივი