logo_geo
ესპანეთი ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის
- +

21 ივნისი. 2020. 15:20

 

 

ესპანეთი ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამიერიდან ესპანეთში ჩასვლა ევროკავშირის, ასევე შენგენის ზონის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

 

თუმცა, როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადა, ჰიგიენის ნორმების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. აეროპორტებში მგზავრებს გაუზომავენ ტემპერატურას და დაავადების ისტორიას გამოჰკითხავენ.

 

ამ ეტაპზე, ლისაბონის მოთხოვნით, დახურული რჩება საზღვარი პორტუგალიასთან.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი კორონავირუსმა ევროკავშირის წევრებს შორის იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, ყველაზე მეტად დააზარალა. ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა 28 322 ადამიანი.

 

ესპანეთში წელიწადში 80 მილიონი ტურისტი ჩადის. ამ სფეროდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს შეადგენს, ამიტომ ტურიზმის გახსნა ესპანეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი