logo_geo
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე ფილმს გადაიღებენ
- +

22 ივნისი. 2020. 11:56

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შესახებ მხატვრულ ფილმს „ნოტრ-დამი ცეცხლში“ გადაიღებენ. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის რეჟისორი ჟან-ჟაკ ანო იქნება, სცენარზე კი ტომას ბიდეგენი იმუშავებს. ფილმის პროდიუსერი ჟერომ სეიდუ გახდება.

 

 

ფილმში როგორც არქივის კადრები, ასევე ახალი მასალა იქნება გამოყენებული. სიუჟეტი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდა ასობით მეხანძრე საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობაში ცეცხლს „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტების ფონზე.

 

 

გადაღებები წლის ბოლოს დაიწყება. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.

 

 

პარიზის ღვთიმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5-წელიწადში გეგმავს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი