logo_geo
ტედროს გებრეიესუსი: უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის ნაკლებობაა
- +

22 ივნისი. 2020. 19:20

 

 

პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ლიდერობისა და სოლიდარობის ნაკლებობა მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მსოფლიოს უკიდურესად სჭირდება ეროვნული ერთიანობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზაცია მხოლოდ ამწვავებს მას, უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ლიდერობის ნაკლებობაა, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ პანდემიის ტემპები კვლავ ჩქარდება და მისი ეკონომიკური და სხვა შედეგები საგრძნობი იქნება ათწლეულების განმავლობაში.

 

 

big_banner
არქივი