logo_geo
Daily Sabah: თურქეთში საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ოთხი პირი დააკავეს
- +

23 ივნისი. 2020. 02:50

 

 

თურქეთში საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული პირები კონსერვატიული ორგანიზაციების, რელიგიური ჯგუფების, ასევე თურქეთის რელიგიურ საკითხებზე სამმართველოს მუშაობისა და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ .

 

როგორც Daily Sabah-ი იუწყება, აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას დაკავებული პირები ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის თანამშრომლების ყალბ საბუთებს იყენებდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, ვინმე მეთინ ოზდემირი ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთში მსახურობისას გადაიბირეს. თურქეთში დაბრუნების შემდეგ კი მან სტამბოლში საფრანგეთის საკონსულოში დაიწყო მუშაობა. გარკვეული დროის შემდეგ კი ის საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც მას „უცხოურ ლეგიონში“ მოწყობის სანაცვლოდ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი