პანდემიის შემდეგ პირველად, ბარსელონაში ოპერის თეატრ „ლისეუში“ წარმოდგენა გაიმართა. წარმოდგენას დარბაზში მაყურებელთა მაგივრად, ასობით ქოთნის მცენარე „ესწრებოდა“. ინფორმაციას „Guardian“ ავრცელებს.
2 292 მცენარისგან შემდგარი „აუდიტორიისთვის“ მუსიკოსებმა პუჩინის „ქრიზანთემები“ შეასრულეს.
მცენარეებს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს გადასცემენ იმ წვლილისთვის, რომელიც მათ პანდემიასთან ბრძოლაში შეიტანეს.