logo_geo
შოტლანდიაში გოთიკური სასახლე 1,5 დოლარად იყიდება
- +

23 ივნისი. 2020. 16:32

 

 

ბრიტანულ უძრავი ქონების აუქციონზე „National Property Auctions“ გასაყიდად წარდგენილია გოთიკურ-ფრანგული სტილის ორსართულიანი უზარმაზარი სასახლე სასტარტო ფასით 1,5 დოლარი.

 

მე-19 საუკუნის სასახლე, სახელად „The Elms“ („თელები“) შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ არბროტში მდებარეობს. თავდაპირველად აშენდა ოჯახის სასახლედ, მოგვიანებით სასტუმროდ იქცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი - ბავშვთა სახლად.

 

„Daily Mail“-ის ინფორმაციით, ამჟამად ეს დიდებული შენობა უზარმაზარი ეზო-პარკით ცარიელია. აუქციონის საიტზე აღნიშნულია, რომ სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, თუმცა, უპირატესობებიც აშკარაა. უნიკალური არქიტექტურის და დიდი ფართობის შენობა შესანიშნავ ადგილას მდებარეობს - რამდენიმე წუთის სავალზეა დაწყებითი და საშუალო სკოლები, მსხვილი სუპერმარკეტები, ასევე, სატრანსპორტო კვანძი. ასე რომ, შეიძლება გაკეთდეს სასტუმრო, სადღესასწაულო ცენტრი ან ლუქს-კლასის მრავალბინიანი სახლი.

 

აუქციონი 17 ივლისს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი