logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ წერტილს...
- +

23 ივნისი. 2020. 17:01

 

 

„მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

 

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის.

 

„გაასამმაგეთ, გააოთხმაგეთ, გაახუთმაგეთ სიფხიზლე. სულ მცირე, დღეს ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან. ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის. 100 ახალინფიცირებული ადამიანიდან 15-ს აუცილებლად დასჭირდება საავადმყოფოში განთავსება, მათგან ხუთი მოხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელთაგან ორი, სამწუხაროდ და ყველა მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვლება. თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ამ სასიკვდილო სტატისტიკის განვითარება ნიღბის ტარებით, სოციალური დისტანციის შენარჩუნებით და ხელების რეგულარულად დეზინფექციით“, – დაწერა ფაშინიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი