logo_geo
თინა კანდელაკი უკრაინელ ხალხს: სააკაშვილს საქართველოსთვის ტერიტორიების დაკარგვის გარდა არაფერი მოუტანია
- +

24 ივნისი. 2020. 00:24

 

 

ძალიან განვიცდი უკრაინის ამბებს, რომ თქვენ დიდ შეცდომას იმეორებთ, - განაცხადა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა უკრაინულ გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“.

 

ტელეწამყვანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის ვალების, შეცდომებისა და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, არაფერი მოუტანია და ეს, შეიძლება, უკრაინაშიც განმეორდეს.

 

სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს როგორ გამოგივიდათ. თქვენ ხომ მშვენიერი მაგალითი გაქვთ, თუ რა მოხდა საქართველოში. რატომ გგონიაათ, რომ ეს ყველაფერი თქვენთანაც არ განმეორდება? ვალების, შეცდომებისა და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია“, - განაცხადა თინა კანდელაკმა.

 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი