logo_geo
ენტონი ფაუჩი: შემიძლია ვივარაუდო, რომ ვაქცინა წლის ბოლოს იქნება მზად
- +

24 ივნისი. 2020. 02:45

 

 

ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია ვივარაუდო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 

USA Today-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ სხვა გადამდები დაავადებების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ვაქცინის შექმნამ ითამაშა.

 

მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ეფექტური ვაქცინის შექმნით - საკითხავია, როდის მოხდება ეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. ვაქცინის შესაქმნელად კომპანიები რისკზე მიდიან - ეს ნიშნავს არა ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას, არამედ ფინანსური ხარჯების ზრდას, როდესაც მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე იწყება. თუ მათი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ დიდი რაოდენობის ვაქცინების გაყიდვას, თუმცა თუ ვაქცინა არაეფექტური იქნება, კომპანიები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, - განაცხადა ფაუჩიმ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი