logo_geo
მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
- +

24 ივნისი. 2020. 10:28

 

 

 

მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,4 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახაკას შტატში მდებარეობდა. დაზიანებულია 200-მდე შენობა. დაზიანებულ შენობებს შორის სამედიცინო დაწესებულებებია, საიდანაც პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

 

მიწისქვეშა ბიძების შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო რამდენიმე მთიანი სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

 

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ მეხიკოშიც. სტიქიის შედეგად ქალაქში 30-ზე მეტი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი