logo_geo
ირანში Instagram-ზე ბავშვების გაყიდვის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს
- +

24 ივნისი. 2020. 18:16

 

 

ირანის პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებს Instagram-ზე ყიდდნენ. სქემაში 10-15 ანგარიში იყო ჩართული. საუბარია 2 პატარაზე, რომელთაგანაც ერთი 20 დღისას, მეორე კი - 2 თვის. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბავშვების მშობლებისგან 50 და 100 მილიონ რიალად იყიდეს ( 255 და 510 აშშ დოლარი), ხოლო მათ გაყიდვას 400-500 მილიონად აპირებდნენ.

 

ამ ეტაპზე ბავშვებზე სოციალური სამსახური ზრუნავს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი