logo_geo
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასს მიუახლოვდა
- +

24 ივნისი. 2020. 18:02

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში 133 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 7 აპრილის შემდეგ დაღუპულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ჯამში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 9 996-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 2 531 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 212 501-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 172 096 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი