logo_geo
30 ივნისიდან ესპანეთი საზღვრის კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნას გეგმავს
- +

24 ივნისი. 2020. 19:35

 

 

30 ივნისიდან ესპანეთის საზღვრები იმ ქვეყნების ნაწილისთვის გაიხსნება, რომლებიც ევროკავშირის და შენგენის ზონაში არ შედიან. შესაბამისი განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვარი იმ სახელმწიფოებისთვის გაიხსნება, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

 

21 ივნისს ესპანეთმა საერთაშორისო ტურისტების მიღება ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო. ერთადერთ გამონაკლისს პორტუგალია წარმოადგენს, რომელთანაც საზღვარი 1 ივლისს გაიხსნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი