logo_geo
სამხრეთ კაროლინაში აშშ-ის მეშვიდე ვიცე-პრეზიდენტის ძეგლი აიღეს
- +

25 ივნისი. 2020. 13:52

 

 

სამხრეთ კაროლინაში აშშ-ის მეშვიდე ვიცე-პრეზიდენტის ძეგლი აიღეს. ჯონ კოლდუელ კალჰუნის მონუმენტის დემონტაჟი, ქალაქ ჩარლსტონის საკრებულოს თანხმობით მოხდა. ინფორმაცია ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა.

 

ჯონ კალჰუნი სამხრეთ კაროლინაში დაიბადა, ის აშშ-ის ორი პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის და ენდრიუ ჯექსონის დროს მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად. კალჰუნი ამერიკის სამხრეთ შტატებში მონათმფლობელობის პოლიტიკის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ ისტორიული ფიგურების ძეგლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

 

აშშ-ის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში დაიწყო აქციები, რომელთა მონაწილეებიც რასიზმსა და პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ. ამ დემონსტრაციების მონაწილეთა ნაწილმა ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს, მათ შორის იყო ქრისტეფორე კოლუმბის და ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტებიც.

 

საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ისტორიული ძეგლების დაზიანება ათწლიანი პატიმრობით დაისჯება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი