logo_geo
დიდ ბრიტანეთში პლაჟების დახურვას არ გამორიცხავენ
- +

26 ივნისი. 2020. 18:18

 

 

 

დიდ ბრიტანეთში პლაჟების დახურვას არ გამორიცხავენ. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

 

მისი თქმით, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას და პლაჟზე მასობრივი შეკრებები დაფიქსირდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, სანაპიროზე გასვლა აკრძალოს.

 

„რა თქმა უნდა, ხალხს სურს მზეზე გასვლა, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ პლაჟზე გასვლა ყველასთვის უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ინგლისის სამედიცონო უნივერსიტეტის პროფესორმა კრის უიტიმ.

 

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში რამდენიმე პლაჟზე ათასობით ადამიანი გავიდა.

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 43 230 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი