logo_geo
Microsoft მთელ მსოფლიოში მაღაზიებს ხურავს
- +

28 ივნისი. 2020. 02:51

 

 

ტექნოლოგიურმა კომპანია Microsoft-მა მთელ მსოფლიოში მაღაზიების დახურვის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ახლა კორპორაცია თავის პროდუქციას, მხოლოდ ონლაინ გაყიდის.

 

ამ დროისთვის კომპანიას აქვს 82 სავაჭრო წერტილი, საიდანაც 73 აშშ-ში მდებარეობს. დანარჩენი კი კანადაში, ბრიტანეთში, ავსტრალიასა და პუერტო-რიკოში. კომპანიის გადაწყვეტილებით არ დაიხურება Microsoft Experience Center-ები, რომლებიც ნიუ-იორკში, ლონდონში, სიდნეისა და რედმონდში მდებარეობს.

 

ჩვენ მადლობას ვუხდით Microsoft-ის მაღაზიების მომხმარებელს და მოუთმენლად ველით, თუ როდის ისარგებლებენ ონლაინ სერვისით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი