logo_geo
როგორ გამოიყურებოდა ჩაძირული კონტინენტი
- +

28 ივნისი. 2020. 11:46

 

 

ახალზელანდიური კვლევითი ინსტიტუტის „GNS Science“-ის მეცნიერებმა რუკაზე დაიტანეს ჩაძირული კონტინენტის ზელანდიის ფორმა და ზომები. გამოსახულება უპრეცედენტოდ დეტალურადაა დამუშავებული. ინფორმაციას „Business Insider“ ავრცელებს.

 

გამქრალ კონტინენტ ზელანდიას შესახებ ჰიპოთეზა  2017 წელს წამოაყენა გეოლოგთა ჯგუფმა, რომელშიც ახალზელანდიელი, ახალკალედონიელი და ავსტრალიელი მეცნიერები შედიოდნენ. მეცნიერების ვარაუდით, კონტინენტი ზელანდია ავსტრალიას 60-85 მლნ წლის წინათ მოწყდა და 23 მლნ წლის წინ ჩაიძირა. წყლის ზემოთ დარჩა მხოლოდ ფრაგმენტები ახალი კალედონიის კუნძულები და ახალი ზელანდიის ჩრდილო და სამხრეთ კუნძულები, რომლებიც ჩაძირული კონტინენტის ფართობის მხოლოდ 6 პროცენტს შეადგენენ.

 

თეორიის თანახმად, კონტინენტის გაქრობა გამოიწვია პროცესმა, სახელად სუბდუქცია: წყნარი ოკეანის ფილამ ზელანდიის კონტინენტურ ქერქზე დაბლა დაიწია. კონტინენტის საძირკველი დაინგრა და ზელანდია ჩაიძირა.    

 

big_banner
არქივი