logo_geo
ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტს 3-4 დღეში ერთხელ იტარებს
- +

28 ივნისი. 2020. 16:56

 

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის 3-4 დღეში ერთხელ კორონავირუსზე ტესტს იტარებს და ყოველ ჯერზე შედეგი უარყოფითია.

 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „როსია 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთულია, რასთანაც მას გამკლავება მოუწია.

 

პუტინის განმარტებით, ეს აისახა ეკონომიკაზე, თუმცა, იმედოვნებს, რომ ინფლაციის დონეს 4 პროცენტზე შეინარჩუნებენ.

 

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი ახლა რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი