logo_geo
იტალიაში თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალული იქნება
- +

29 ივნისი. 2020. 11:50

 

 

იტალიაში ავიარეისებზე ხელბარგის თვითმფრინავებში ატანა აკრძალეს. როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განაცხადეს, თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალული იქნება.

 

ამასთან, თვითმფრინავში  კვლავ დაშვებული იქნება მცირე ზომის ჩანთებისა და სხვა ნივთების ატანა, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია მგზავრის სკამის ქვეშ ან წინ.

 

როგორც იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განმარტავენ, ეს აუცილებელია, რათა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მგზავრებმა სოციალური დისტანცია არ დაარღვიონ.

 

მათივე ინფორმაციით, ყველა მგზავრს უფასოდ შეეძლება ჩანთების საბარგო განყოფილებაში მოთავსება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი