logo_geo
საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ
- +

29 ივნისი. 2020. 12:34

 

 

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ეს ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.

 

ასევე, აუცილებელი იქნება იმ მისამართის დასახელებაც, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ – https://travel.gov.gr

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. 1 ივლისიდან კი, სხვა აეროპორტების ამოქმედებაც იგეგმება.

 

 

big_banner
არქივი