logo_geo
ავსტრალიაში 300 000 ადამიანი საყოველთაო კარანტინში მოექცევა
- +

1 ივლისი. 2020. 18:02

 

 

ავსტრალიაში 300 000 ადამიანი საყოველთაო კარანტინში მოექცევა. მელბურნის გარეუბნებში ივლისიდან შემზღუდველი ზომები ისევ ამოქმედდება.

 

მელბურნში, ვიქტორიას შტატში COVID-19-ის შემთხვევების მკაფიო ზრდა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მთავრობამ კარანტინი ხელახლა გამოაცხადა

 

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ახალი რეგულაციებით, მელბურნის 30 გარეუბანი შეზღუდვების მესამე დონეს დაუბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების შესაძენად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ასევე, სამსახურის და ვარჯიშის მიზნით შეეძლებათ.

 

ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა დენიელ ენდრიუსმა განაცხადა, რომ ამ უბნების ხელახლა დაკეტვა აუცილებელი ნაბიჯი იყო.

 

„თუ მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გავერთიანდებით, ვირუსის ადგილობრივი გადაცემის კონტროლს შევძლებთ. ეს უბნები რომ არ ჩამეკეტა, მაშინ მთლიანი ქალაქის დაკეტვა მომიწევდა“, – განაცხადა ენდრიუსმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი