logo_geo
იტალიაში ჩასული ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ
- +

2 ივლისი. 2020. 02:02

 

 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, იტალიაში ჩასული ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ზომა იმ 14 ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეხება, რომელთა ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვება ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ ამ 14 ქვეყანას შორის საქართველოც არის.

 

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს კარანტინის გავლა იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ იტალიაში ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოდან შევლენ.

 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

 

14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი