logo_geo
ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს
- +

2 ივლისი. 2020. 23:05

 

 

 

Tesla Motors-ისადა SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამ ეტაპზე მასკი გამომცემლობის ძიებაშია.

 

თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, ჩემს წიგნს თარგმნიან. გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოაგზავნოს მისამართზე rights@cookeinternational.com“, - წერს მასკი.

 

 

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

 

71 წლის მეი მასკი წარმატებული მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი