Tesla Motors-ისადა SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამ ეტაპზე მასკი გამომცემლობის ძიებაშია.
„თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, ჩემს წიგნს თარგმნიან. გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოაგზავნოს მისამართზე rights@cookeinternational.com“, - წერს მასკი.
წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.
71 წლის მეი მასკი წარმატებული მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს.