logo_geo
მექსიკამ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო
- +

4 ივლისი. 2020. 10:11

 

 

მექსიკაში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 251-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 654 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 29 843-ს მიაღწია.

 

აღსანიშნავია, რომ მექსიკამ დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და 4 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში მე-9 პოზიციაზე დგას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი