მექსიკაში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 251-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 654 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 29 843-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მექსიკამ დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და 4 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში მე-9 პოზიციაზე დგას.