logo_geo
ჩეხეთში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, 5 ტყუპი დაიბადა
- +

4 ივლისი. 2020. 11:25

 

 

23 წლის ალექსანდრა კინოვას მშობიარობას პრაღაში 40 სპეციალისტისგან დაკომპლექტებული გუნდი იღებდა და მთელი ჩეხეთი გულშემატკივრობდა. ბავშვები ბუნებრივი გზით ჩაისახნენ.

 

4 ბიჭი და 1 გოგონა საკეისრო კვეთით, 5 წუთის განმავლობაში დაიბადნენ. მათგან ორი „უფროსი“ ძმა ერთი კვერცხუჯრედის ტყუპია.

 

ოპერაცია 90 წუთს გაგრძელდა. პატარები ორსულობის 31-ე კვირაზე დაიბადნენ, ამიტომ ახლა ინკუბატორში ჰყავთ. ბავშვებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. და მამაც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, უფრო მეტად ღელავდა, ვიდრე ალექსანდრა.

 

სახელმწიფო, გარდა ბავშვებისთვის ზოგადად გათვალისწინებული დახმარებისა, ტყუპებს ყოველთვიურად 1600 ევროს გადაუხდის. მთავრობამ ოჯახს სამოთახიანი ბინაც აჩუქა.

 

ახალგაზრდა მშობლებს სრულიად უცნობი ადამიანებიც სწერენ და ათასგვარ დახმარებას სთავაზობენ.

 

5 ტყუპის დაბადება უნიკალურ მოვლენად იქცა ქვეყნისთვის. როგორც გინეკოლოგები ამბობენ, ასეთი შემთხვევა 50 მილიონში ერთია.

 

 

 

 

 


 


 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი