logo_geo
ირანის პრეზიდენტი სახელმწიფო მოხელეებს აფრთხილებს, პირბადის გარეშე მყოფ მოქალაქეებს არ მოემსახურონ
- +

4 ივლისი. 2020. 16:04

 

 

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეებს აფრთხილებს, არ მოემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირბადე არ ექნებათ გაკეთებული.

 

„სახელმწიფო მოხელეები არ უნდა მოემსახურონ პირბადის გარეშე მყოფ მოქალაქეებს და ის მოხელეები, რომლებიც ასეთ ადამიანებს მომსახურებას გაუწევენ, სახლში უნდა იქნენ გაშვებული“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, ირანში, დახურულ საჯარო სივრცეებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხვალიდან გახდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო მიიღო.

 

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 237 878 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 11 408-ია.

 

ცნობისათვის, დღეს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანული ფეხბურთის ორი გუნდის 19 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 

big_banner
არქივი