logo_geo
ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა
- +

4 ივლისი. 2020. 23:31

 

 

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.

 

DW-ის ცნობით, 55 წლის ქალს ვეფხვი მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ვიზიტორები და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ქალის დახმარება ვოლიერიდან მისი გამოყვანით სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

მიმდინარეობს გამოძიება, ზოოპარკი კი ჯერჯერობით დახურულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი