logo_geo
დონალდ ტრამპმა აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა
- +

5 ივლისი. 2020. 01:39

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკას მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა. New York Post-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

აშშ მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანაა. მემარცხენე კულტურული რევოლუცია ჩვენი ცხოვრების წესს ვერ შეცვლის და ვერც თავისუფლებას წაგვართმევს. ისინი ფიქრობენ, რომ ამერიკელი ხალხი სუსტი და მორჩილია, მაგრამ ჩვენი ხალხი ძლიერი და ამაყია.

 

მათი მიზანი ჩვენი ისტორიის წაშლა, გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფა, ფასეულობების წაბილწვა და ბავშვებისთვის საკუთარი სტერეოტიპების თავს მოხვევაა. თუმცა ეს არ გამოუვათ. ამერიკის ბედი და მომავალი ჩვენს ხელშია. ამერიკის გმირები ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებიან. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი