logo_geo
Reuters: აშშ-ში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ
- +

7 ივლისი. 2020. 17:10

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ. ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.

 

„Reuters“-ის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რამდენ სტუდენტს შეეხება ახალი განკარგულება. ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ამ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, მათი დეპორტაცია განხორციელდეს.

 

საუბარია F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს ეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანამ 388 839 F-1 და 9 518 M-1 ვიზა გასცა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ჰარვარდის უნივერსიტეტი 2020- 2021 სასწავლო წელს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

 

გამოცემის ცნობით, ახალი წესი არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში დადიან.

 

 

big_banner
არქივი