logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

7 ივლისი. 2020. 22:09

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. BBC-ის ინფორმაციით, მან ტესტი მას შემდეგ გაიკეთა რაც, ორშაბათს შესაბამისი სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

 

აღსანიშნავია, რომ ჟაირ ბოლსონარუმ აქამდე კორონავირუსის ტესტი 3-ჯერ გაიკეთა, რა დროსაც თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

 

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო.

 

ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი იყო. ის კორონავირუსს „ერთ ჩვეულებრივ გრიპს“ უწოდებდა და მოსახლეობას მოუწოდებდა, ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინათ ცხოვრება.

 

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდინფიცრებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 65 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი