logo_geo
დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს
- +

7 ივლისი. 2020. 22:37

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. ამის შესახებ „დემოკრატმა“ სენატორმა, რობერტ მენენდესმა განაცხადა.

 

კონგრესმა შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ოფიციალურად გაიყვანა“, - დაწერა სენატორმა Twitter-ზე.

 

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.

 

დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა რეფორმების გატარებაზე, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვდა.

 

ადრე განვაცხადეთ, თუ რა რეფორმები უნდა ჩაეტარებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. მათ უარი განაცხადეს. დღეს აშშ ყველა ურთიერთობას წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი წლიური 450 მილიონი დოლარი სხვა საჭიროებებს მოხმარდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი