logo_geo
ჩინეთში შავი ჭირის შემდეგ, დენგეს ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა
- +

9 ივლისი. 2020. 10:26

 

 

ჩინეთში დენგეს ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. Mirror-ის ინფორმაციით, ეს ზუსტად იმავე დღეს მოხდა, როდესაც შიდა მონღონეთის ავტონომიურ რაიონში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა.

 

ვირუსული დაავადების შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუანდეს მცხოვრებს დაუდგინდა. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობის კურსს გადის.

 

პაციენტი ბოლო თვეების განმავლობაში ინდოეთში, მიანმარსა და პაკისტანში იმყოფებოდა.

 

ცნობისთვის, დენგეს ცხელება ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება.

 

დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოები არიან.

 

ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები.

 

დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და არაიმუნური პირები.

 

დენგეს ცხელების სიმპტომებია: ძლიერი ცხელება (41 გრადუს ცელსიუსამდე); თავის ტკივილი; კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი, ტკივილი თვალებს უკან.

 

შესაძლოა გამოვლინდეს: გავრცელებული გამონაყარი; გულისრევის შეგრძნება და ღებინება; იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი