logo_geo
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

9 ივლისი. 2020. 13:09

 

 

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონვირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში COVID-19 უკვე 707 301 ადამიანს დაუდასტურდა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას 176 ადამიანი ემსხვერპლა.

 

საერთო ჯამში დღემდე რუსეთში COVID-19-ით 10 843 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 8 800-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი COVID-19-სგან რუსეთში 481 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

 

 

big_banner
არქივი