logo_geo
კანიე უესტიმ პოლიტიკური პარტია- „დაბადების დღის წვეულება“ შექმნა და პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
- +

10 ივლისი. 2020. 02:39

 

 

ამერიკელმა რეპერმა კანიე უსტმა თავისი საარჩევნო პროგრამის შესახებ Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

უსტმა აღნიშნა, რომ კენჭს არც დემოკრატების და არც რესპუბლიკელების სახელით იყრის, ის საკუთარ პარტიას შექმნის სახელწოდებით The Birthday Party (დაბადების დღის პარტია). სახელწოდებას ის ასე ხსნის: როცა გავიმარჯვებთ, ისეთი ატმოსფერო იქნება, თითქოს ყველას დაბადების დღე აქვს. (სიტყვა Party ინგლისურ ენაში ომონიმია და „პარტიას“ და „წვეულებას“ ნიშნავს).

 

უესტის პოლიტკონსულტანტი Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი იქნება, რომელსაც რეპერმა აშშ-ის კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა. უესტს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც ჰყავს შერჩეული, მაგრამ მისი ვინაობა რეპერმა ამ ეტაპზე არ გაასაჯაროვა. მხოლოდ ის თქვა, რომ ის მოკრძალებული მღვდელია ვაიომინგიდან.

 

ინტერვიუს დროს მან ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს მხარს აღარ უჭერს, ამასთან მას არ აღელვებს, რომ კამპანიაში მონაწილეობით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს აფროამერიკელი ამომრჩევლების ხმებს დააკლებს და ამით ირიბად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს დაეხმარება. როგორც უესტმა აღნიშნა, მოსაზრება თითქოს შავკანიანი ამომრჩეველი უპირობოდ უჭერს მხარს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს თეთრი უპირატესობის ერთ-ერთი ფორმაა.

 

უესტმა იმის შესახებაც ისაუბრა თუ როგორი ამერიკის აშენება სურს და შთაგონების წყაროდ Marvel-ის კინოსამყაროს გამოგონილი მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო ვაკანდა დაასახელა.

 

ვაკანდის მოდელის გამოყენებას ვაპირებ, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად ხსნის როგორი იქნება ჩვენი დიზაინერების ჯგუფი თეთრ სახლში. აი, გყავთ კანიე უესტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე. არ ვამბობ „ყველაზე ძლევამოსილი“, იმიტომ რომ უცხოპლანეტური დონის ზესახელმწიფოები გვაქვს და მხოლოდ ერთად მუშაობით შევძლებთ პლანეტის გათავისუფლებას“, - განაცხადა უესტმა.

 

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლემ, კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი