ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ხეანინე ანიესს „COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხეანინე ანიესმა განაცხადა, რომ მომდევნო 14 დღე თვითიზოლაციაში იქნება, თუმცა, მუშაობას დისტანცირების რეჟიმში, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გააგრძელებს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბოლივიაში COVID-19-ის 42 984 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 577 ლეტალური აღმოჩნდა.
ბოლივიის მთავრობაში ახალი კორონავირუსი უკვე სამ მინისტრს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრს ეიდი როკას დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს, რის შედეგადაც ბოლივიის ზოგ რეგიონში ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია.