logo_geo
გარდაიცვალა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი - ჯეკ ჩარლტონი
- +

11 ივლისი. 2020. 14:28

 

 

გარდაიცვალა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯეკ ჩარლტონი. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელგანთქმული ფეხბურთელი 85 წლის გახლდათ.

 

ბოლო წლების განმავლობაში იგი ლიმფომით იყო დაავადებული. ჩარლტონმა მთელი თავისი კარიერა „ლიდსში“ გაატარა, ყველა ტურნირზე 762 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 95 გოლი. „ლიდსთან“ ერთად მან მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი. ნაკრებში ჩარლტონმა 35 მატჩი ჩაატარა, სადაც ექვსი გოლის გატანა მოახერხა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონობის გარდა იგი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მწვრთნელად მუშაობდა. ჩარლტონი წვრთნიდა „მიდლსბროს“, „შეფილდ იუნაიტედს“, „ნიუკასლს“ და ირლანდიის ნაკრებს. ჯეკ ჩარლტონის უმცროსი ძმა, ბობი ჩარლტონი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ასევე 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და იმ წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი