logo_geo
ადონის გეორგიადის: თუ ერდოღანს ჰგონია, რომ ბერძნები შეუპოვრები არ ვართ, ძალიან ცდება!
- +

12 ივლისი. 2020. 23:59

 

 

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აგია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდეს, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროსთვის. როგორც ადონის გეორგიადისი ტელეკომპანია შKAI-სთან აცხადებს, აგია სოფია კიდევ ერთხელ გახდა ტყვეობის მსხვერპლი.

 

ეჭვგარეშეა, რომ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება გვტკივა და საშინლად გვაბრაზებს, ქმნის ფიზიკურ და ემოციურ მუხტს. რა თქმა უნდა, ეს არის როგორც საერთაშორისო, ასევე ბერძნულ-თურქული საკითხი. გარდა იმისა, რომ ეხება თავად აგია სოფიას, ასევე მიუთითებს ერდოღანის სამომავლო განზრახვებზე.

 

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ალიანსების გაძლიერება, უნდა ვიყოთ ძლიერები და შეუპოვრები. ასე მოხდა ევროსშიც, როცა მან სცადა და საბოლოოდ მშრალზე დარჩა.

 

ეს გადაწყვეტილება აშკარა მანიშნებელია, რომ ერდოღანი მისდევს აღმოსავლეთის გზას. ჩვენ აბსოლუტურად შეუპოვრები ვართ. თუ ერდოღანი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის, ძალიან ცდება. საბერძნეთი ძალიან ძლიერია.

 

ამის შემდეგ თურქულ-ბერძნული ურთიერთობები აღარ შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც აქამდე იყო,”- დასძინა გეორგიადისმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი