logo_geo
ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა
- +

13 ივლისი. 2020. 12:13

 

 

ელვის პრესლის შვილიშვილმა, 27 წლის ბენჯამინ კიომ თავი მოიკლა. ინფორმაციას „TMZ“ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანიზაციაზე და გარდაცვლილის დედის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყარომ სამართალდამცველი ორგანიზაციიდან გამოცემას აცნობა, რომ პრესლის შვილიშვილი ცეცხლნასროლი ჭრილობით მკვდარი იპოვეს მის საკუთარ აპარტამენტებში ქალაქ კალაბასში (კალიფორნია). სამართალდამცველები თვლიან, რომ თვითმკვლელობა მოხდა.  

 

ბენჯამენ კიო ელვის პრესლის ქალიშვილის ლიზა პრესლის და მუსიკოს დენი კიოს შვილი იყო. გარეგნობით ძალიან ჰგავდა ბაბუას და მასავით მუსიკოსი იყო, თუმცა, მის ცხოვრებაზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს.

 

„დედა გულმოკლულია დარდით, მაგრამ ცდილობს, გამაგრდეს 11 წლის ტყუპის და უფროსი ქალიშვილი რაილის გამო. მას ძალიან უყვარდა ეს ბიჭი“, - განუცხადა გამოცემას ლიზა პრესლის მენეჯერმა როჯერ ვიდინოვსკიმ.

 

 

big_banner
არქივი