logo_geo
ილჰამ ალიევი: სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს
- +

13 ივლისი. 2020. 19:00

 

 

,,თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სომხური მხარის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

"აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფო საზღვარი დაიცვა", - განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს. მისი თქმით, აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი