logo_geo
ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა
- +

15 ივლისი. 2020. 02:42

 

 

 

ცნობილმა ანონიმურმა მხატვარმა ბენქსიმ მორიგი ნამუშევარი შექმნა. ახალი გრაფიტი ამჯერად ლონდონის მეტროში გაჩნდა. ბენქსი მიწისქვეშ დამცავი კოსტიუმითა და რესპირატორით ჩავიდა, ასე რომ მგზავრებმა მისი სახე ვერ დაინახეს.

 

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი