logo_geo
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის პირბადემ მსოფლიო აალაპარაკა
- +

15 ივლისი. 2020. 18:55

 

 

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მეგი დე ბლოკი პარლამენტში მივიდა პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.

 

მოგვიანებით, მინისტრმა „ტვიტერში“ პოსტი დაწერა, რომ თანხა, რომელიც პირბადის შესაძენად გადაიხადა, ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

ბელგიაში პირბადის ტარება შენობებში სავალდებულოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი