logo_geo
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა
- +

17 ივლისი. 2020. 02:23

 

 

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35 017-მდე გაზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიის არსებობის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 196 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი