დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ გულშემატკივრების დასწრებაზე აკრძალვის მოხსნას ოქტომბერში აპირებს.
„ოქტომბრიდან ვაპირებთ მაყურებლების სტადიონებზე დაბრუნებას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით“, – თქვა ჯონსონმა.
ინგლისში მაყურებლების გარეშე განახლდა ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონატი. აგვისტოს დასაწყისში, სილვერსტოუნში „ფორმულა 1“-ის ზედიზედ ორი გრან-პრი გაიმართება – ასევე ცარიელი ტრიბუნების ქვეშ.