logo_geo
ბრიტანელი პრინცესა იტალიელ მილიონერზე დაქორწინდა
- +

18 ივლისი. 2020. 10:36

 

 

17 ივლისის დილას, უინძორ-გრეით-პარკის ტერიტორიაზე, სამეფო სამლოცველოში ჯვარი დაიწერეს ბრიტანეთის პრინცესამ, 31 წლის ბეატრისმა და მისმა რჩეულმა - 37 წლის იტალიელმა მილიონერმა ედოარდო მოპელი მოციმ. ინფორმაციას სამეფო ოჯახზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

 

The Sun“-ის ინფორმაციით, ცერემონიას 20-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის 94 წლის დედოფალი ელისაბედ მეორე და 99 წლის ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი. ქორწილზე მიწვეულთა რიცხვი მინიმუმამდე იყო დაყვანილი კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

ქორწილის ოფიციალური ფოტოები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ფოტოგრაფებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ დედოფალი ელისაბედი, რომელიც ფირუზისფერ სამოსში იყო გამოწყობილი, შლაპას კი ვარდისფერი ყვავილები უმშვენებდა.

 

ქორწილზე მისი უდიდებულესობის მისვლა, რომელიც მარტიდან მოყოლებული მკაცრ თვითიზოლაციაში, ახალდაქორწინებულებისათვის განსაკუთრებული საჩუქარი აღმოჩნდა.

 

https://www.thesun.co.uk/news/12148174/princess-beatrice-secret-royal-wedding-windsor/

big_banner
არქივი